ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობს ჩვენებური ახალგაზრდობა 5 ივლისის მოვლენებზე?!

12-07-2021, 13:46

5 ივლისს რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები ძალადობამ მოიცვა. პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსული ჰომოფობიური ჯგუფების უპირველესი სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ: აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა, ,,პრაიდის" კვირეულის ფარგლებში აღნიშნული მარშის ჩატარება თავდაპირველად ხელისუფლების მიერ,  როგორც ჩანდა, მხარდაჭერილიც კი იყო და ეს უფრო მიტყუებას გავდა, რომლის სამიზნე გაცილებით სხვა რამ გახლდათ. ეს იყო ევროპული ღირებულებების დაკნინება  ქართველი საზოგადოების  თავალში. რას ფიქრობენ აღნიშნულ თაემაზე ლანჩხუთელი ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად დედაქალაქსა და სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ და მუშაობენ: 
ეკა კვაჭაძე-გერმანია:

გარყვნილი ევროპაო, ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და გეფიცებით, მე საქართველოზე დიდი გარყვნილება ევროპაში არ მინახავს და არ შემხვედრია. ჩვენ გვგონია, გარყვნილებით და კანონების მოთხოვნით ჩავითვლებით განვითარებად ქვეყნად? არა მეგობრებო! ასე არაა!
და კიდევ, დღევანდელის მერესაერთოდ ნუ გექნებათ პრეტენზია ევროპელობაზე.
 მიხეილ სარჯველაძე- ბერლინი (გერმანია)

_ სამწუხაროდ არ მთავრდება ამ ქვეყანაში აგრესია, ძალადობა და დაპირისპირება. ქართველობის, ტრადიციების და ღმერთის სახელით ძალადობა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს, წამქეზებლებს თუ მონაწილეების დიდ ნაწილს არც საქართველო ადარდებთ და არც საკუთარი რელიგია ესმით. დემოკრატიაზე და კონსტიტუციაზე აღარაფერს ვამბობ. საბოლოოდ ეს ყველაფერი საზოგადოებაზე, ქვეყნის ინტერესებზე ნეგატიურად აისახება და წყალს კრემლის წისქვილზე ასხამს, რომელიც აქტიურად ერევა პრო-რუსული ჯგუფების მეშვეობით ქვეყნის შიდა საქმეებში.
მარიამ ვადაჭკორია, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ფსიქოლოგიაში

 _ სექსუალური წინასწარგანწყობის ემოციური კომპონენტების თვალსაზრისით, ჯგუფის ან ჯგუფის წევრთა მიმართ არსებული ფობიების წყაროდ ხშირად განიხილავენ დაბალ თვითშეფასებას, არასრულფასოვნების კომპლექსსა და ფრუსტრაციას. გრეგორი ჰერეკი თვლის, რომ ინდივიდუალურ დონეზე გეებისა და ლესბოსელების მიმართ წინასწარგანწყობას ხშირად საფუძვლად უდევს ადამიანის სურვილი აიმაღლოს თვითშეფასება. სხვა ადამიანის დამცირების ხარჯზე. გარდა ამისა, წინასწარგანწყობების შენარჩუნება ლგბტქ თემის მიმართ ზოგ ადამიანს ეხმარება მოახდინოს საკუთარი არაადეკვატურობის კომპენსირება და დაძლიოს შინაგანი კონფლიქტი. გეებისა და ლესბოსელების განტევების ვაცად ქცევით, ზოგიერთი ჰეტეროსექსუალი ცდილობს გადალახოს საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა. ხოლო მათზე თავდასხმით, ეს ადამიანები საკუთარი გრძნობებისაგან დისტანცირებისათვის ამ გრძნობების პროეცირებას ახდენენ სხვაზე. ეს კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტიპიური ფობიური რეაქცია. ''

განყოფილება: ---
გადასვლები: 548
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა