ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქვეყნის ბედი და მომავალი არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ აინტერესებს

14-05-2021, 12:42

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგაც არ დამთავრდა ქოც-ნაცების ჭიდილი პარლამენტში შესვლა არ შესვლის თაობაზე, დასავლეთის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება ითქვას, კოაბიტაციის მეორე ეტაპია, ვინაიდან გადატრიალების გზით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში კვლავ მოსვლა შეუძლებელია, ხალხი მხარს არ დაუჭერს, ამიტომ დასავლეთი მათ მშვიდობიანი დაბრუნებისათვის ყოველგვარ პირობებს უქმნის, რომ მეტი უფლება მოიპოვონ პარლამენტში ეს დოკუმენტიც ამას ემსახურება, რომლის საფუძველზეც ისინი პარლამენტში საკვანძო კომიტეტებს ჩაიგდებენ ხელში, რომ შემდგომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაიკვლიონ გზა, როგორ შეიძლება ეს ყოფილი მწვალებლები ადამიანის უფლებების და სამართლის დაცვის ეს ყოველი მწვალებლები ადამიანის უფლებების და სამართლის დაცვის კომიტეტებს ჩაუყენო სათავეში და ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძოლონ, რისთვისაც გამოიყენებენ როგორც საპარლამენტო ტრიბუნას, ასევე გარედანაც არ შეწყვიტენ დესტრუქციულ ქმედებებს. Qქვეყნის ბედი და მომავალი არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ადარდებს. მათ შესანიშნავად მოიწყვეს ცხოვრება. ყველაფერს ყიდიან მათ შორის სტრატეგიულ ობიექტებს და რაც მთავარია, მშობლიურ მიწას, როცა გოჯი მიწისთვის ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ. სამწუხაროდ დასავლეთის მხარდაჭერით მათი დანაშაული, ბიზნესი და ქონება ხელშეუხებელია. გაერთიანებული არიან და ხელძღვანელობენ მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზღვარგარეთიდან იღებენ უამრავ გრანტებს, ქვეყნის ძარცვით დიდძალი ქონება და ფული ჩაიგდეს ხელში. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს _ ,,დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა, უსათუოდ რაღაც უსამართლობაში, რომელიღაც ძალადობაშია~. ამ ნაძარცვს იყენებენ ლობისტების მოსყიდვის, აქციების ორგანიზების და ქვეყნის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებაში. Eეს კრიმინალური კლანები იყენებენ ბოროტომოქმედებების უამრავ საშუალებებს, რომელიც მათი ხელწერა გახდა. მათი დამოკიდებულება, აზროვნება და საქციელი მიმართულია ქვეყნის განადგურებისაკენ. სწავლობს და იძიებს კი ვინმე მათ დანაშაულებრივ ქმედებებს? სამწუხაროდ, არა და ვერა ამ დიდი მფარველების გამო.
,,როგორი მმართველია ქვეყანაში, ისეთივე მსახურებია მასში~ _ ძველი აღქმა. Qქვეყანა გაივსო დაბალი ბუნების და სულის, ვერცხლის მოყვარული ადამიანებით. მათი გამოძრავებული ბერკეტი პირადი ინტერესებია, რომელთაც ერთმანეთის სიძულვილი ახრჩობთ, რამდენი უსიამოვნება, ტანჯვა-წამება  გადავიტანეთ ამ ხელისუფლებების მიერ, როცა ხალხს სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ მშვენიერი მომავალი მოვიდოდა. სამწუხაროდ მომავალი ჩვენთვის დახურულია, ტაბუ დადებულია ოცდაათი წელიწადია ათი მოწვევის პარლამენტარები მოვიცვალეთ, თითქმის ერთი და იგივე ხალხი, ზოგი სამჯერ და მეტად არიან პარლამენტში. ადრე სტატია გამოვაქვეყნე _ ,,პარლამენტარიზმი ქართულად”. მაშინ ორმოცი მილიონერი იყო პარლამენტში, დღეს სამოცია, ხვალ ალბათ მთლიანად მილიონერებით დაკომპლექტდება. ადარდებთ კი ვინმეს ხალხის ბედი ან რაიმე მათ სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებენ?! უნახავს ვინმეს რომელიმე პარლამენტარი გამოსულიყო წინააღმდეგი, როცა ასოცირების ხელშეკრულება, მარიხუანას ლეგალიზაცია და სხვა ლიბერალური კანონები მიიღეს, ან ხალხს აცნობენ სიით პარლამენტში ვინ შეყავთ, ვინ არიან, საიდან მოდიან, ვის ვირჩევთ. Pპარლამენტარი რომ გახდე საზღვარგარეთ უნდა გაიარო რაიმე სახის სტაჟირება, თუ გინდ სამი თვით, რომ ნდობით აღჭურვილი პირი გახდე. როგორც ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გვამცნო პარლამენტის ახალი თავმჯდომარის კახა კუჭავას დოსიე, რომ საერთაშორისო გამოცდილება აქვსო, როგორც თავად კობახიძეა. პარლამენტში, რომ შეხვიდე ასევე საჭიროა მთავრობის რომელიმე დიდი წევრის პროტეჟი, ხომ დავინახეთ გიორგი გახარიას ხუთი დეპუტატი და ასეთი რამდენია ვინ იცის. Aამიტომაა, რომ პარლამენტი გაივსო მილიონერებით, დასავლეთის ნდობით აღჭურვილი და ნეპოტიზმით მოსული ხალხით, რომლებიც დაცლილნი არიან სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ხალხზე ფიქრის და ზრუნვის უნარისაგან. აი, ასეთი არიან თითქოსდა ხალხის მიერ არჩეული ეს რჩეული დეპუტატები, რომლებიც ხალხს კი არა, თავის თავს ემსახურებიან. 
სანამ უზენაესი ხელისუფლება ხალხს არ ექნება და  გარედან გადატრიალებით მოყვანილი პიროვნებები იქნებიან ხელისუფლების სათავეში, რომლებიც იმაზე ფიქრობენ, როგორ ასიამოვნონ და მოისყიდონ მომყვანი პატრონები, რომლებიც შემდგომში ნეპოტიზმის ჭაობში ეფლობიან და ძარცვავენ ქვეყანას, სანამ ეს შექმნილი ძარცვა-გლეჯის, ველური კაპიტალისტური სისტემა არ შეიცვლება თავისი საბაზრო ეკონომიკით, სანამ ერში არ მოხდება სულიერი ღირებულებების – რწმენის, სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, სამართლიანობის აღდგენა- აღორძინება, სანამ ქვეყნის ხელისუფლება არ იგრძნობს შექმნილ მძიმე მდგომარეობის და დაკისრებული მოვალეობისადმი დიდ პასუხისმგებლობას, მანამდე არაფერი გვეშველება, რამდენადაც ქვეყანაში ეს არსებული მდგომარეობა იწვევს ხალხის მასების უკმაყოფილებას და აღშფოთებას. არის ასეთი გამონათქვამი _ ,,მთავრობა თუ გამოგეკიდება, წახვალ ხალხში დაიმალები, ხოლო ხალხი თუ აღსდგა და გამოგეკიდა, ვერსად ვერ დაიმალებიო~. ქართველი ხალხი ამდენ დამცირებას, გაღატაკებას და დამონებას ვერ აიტანს. როგორც დიდი აკაკი ამბობდა: 
,,სჯობს მონობაში  გადიდკაცებულს,
თავისუფლების ძებნაში მკვდარი~.
სამწუხაროდ, ეს ორივე ძალა, ქოც-ნაცების, დღეს დასავლეთის სამსახურშია, რომელ სუვერენიტეტზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, დასავლეთი რასაც ჩასძახებს, იმასვე ამოსძახებს, არავინ ფიქრობს ხალხზე, რომელი მოგვიღებს ბოლოს _ კოვიდ-19, შიმშილი თუ მონობის უღელი. შესანიშნავი პოეტის, ტიციან ტაბიძის ლექსის ერთი სტროფის პერეფრაზით მოგმართავთ:L
 ,,დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
Dდა დასავლეთის მედგას უღელი~.
სამწუხაროდ, როგორც პოეტს სურდა საქართველოს უღელი არ გვეღირსა, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრჯერ გვიდგა სხვადასხვა ქვეყნიერებისაგან. თვალი უნდა გავახილოთ და გამოვფხიზლდეთ თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, აღარ არის ერთპოლუსიანი მსოფლიო და ერთი ქვეყნის ჰეგემონია. სწრაფად იცვლება მოვლენები, მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება და ამ დროს სად და როგორ იქნება ჩვენი ადგილი საჭირბოროტოა. ისტერიულმა ყვირილმა, რუსეთი ოკუპანტია და მტერია, მასთან თავსმოხვეულმა დაპირისპირებამ და ნატოს კარზე კაკუნმა, რომ არაფერი მოგვიტანა ცხადია. Gგეოპოლიტიკური  მდგომარეობა ისტორიული წარსულის გათვალისწინებით ჩვენს ყოფილ ისტორიულ ორბიტაზე დაბრუნებას გვკარნახობს. Eეს გვინდა არ გვინდა ჩვენს გარეშეც მოხდება, ამიტომ ფრთხილად, გონივრულად უნდა მოვიქცეთ მოსალოდნელი ცვლილებებისგან. Gგფარავდეს უფალი!
 ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა
 დოქტორი

განყოფილება: ---
გადასვლები: 676
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
გია ხუხაშვილი - პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები გია ხუხაშვილი - პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები
გია ხუხაშვილი - პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, სჯობს, კრიზისი საპარლამენტო კედლებში გადავიდეს და იქ განვითარდეს ძირითადი მოვლენები
18-11-2020, 17:50
ვრცლად
ევროკავშირი: საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება
ევროკავშირი: საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება
30-10-2020, 17:08
ვრცლად
თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა შევიდეს, მაგის დედაც ვატირე თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა შევიდეს, მაგის დედაც ვატირე
თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა შევიდეს, მაგის დედაც ვატირე
9-12-2020, 13:53
ვრცლად
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში”  “ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდ თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში”  “ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდ
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში” “ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდ
9-12-2020, 13:36
ვრცლად
დავით ჭიჭინაძე: ვაფრთხილებ ოპოზიციას … დავით ჭიჭინაძე: ვაფრთხილებ ოპოზიციას …
დავით ჭიჭინაძე: ვაფრთხილებ ოპოზიციას …
18-08-2020, 20:28
რეკლამა