ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

40 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან

14-05-2021, 12:32

ჩვენი თაობის ადამიანები, ვისთვისაც ფეხბურთი ყველაფერი იყო, ბედნიერი ვართ, რომ ამის მომსწრე ვიყავით.
ალბათ დღევანდელ თაობას არც კი სჯერა, რომ საქართველოს ჰყავდა გუნდი, რომელიც ევროპის სტადიონების იპყრობდა.
ახლა, ამ ლეგენდად ქცეულ ადამიანებს რომ ვუყურებ და მერე იმას ვიხსენებ, რა ცეცხლს ანთებდნენ სტადიონზე, თვალზე ცრემლი მადგება, მაგრამ რას ვიზამთ, დროს და ასაკს თავისი მიაქვს. ბევრი ცოცხალიც აღარაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სანამ საქართველოში მრგვალი ბურთი იარსებებს, მათ სახელებს დავიწყება არ უწერიათ.
მადლობა იმ სასიამოვნო წუთებისათვის, რომელიც სამახსოვროდ დაგვიტოვეთ!13 მაისი.... უამრავი ადამიანის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი დასამახსოვრო დღე, ეს არ ყოფილა არც საერო და არც საეკლესიო დღე, ეს იყო დღესასწაული. დღე-სასწაული, რომელიც ,,დინამოელებმა” აჩუქეს გულშემატკივარს, მთელ საქართველოს, ამით მათ ევროპას გააცნეს თავი, ასევე ქვეყანა, რომლის სახელი მაშინ ბევრმა არც იცოდა.
ამ დღემდე ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ, დიდი ბრძოლით და ევროპის საუკეთესო ქვეყნის გუნდების უკან ჩამოტოვებით, მათზე გამარჯვებით, იყო ,,ლივერპული” იყო ,,ვესტ-ჰემი„ იყო ,,ფეიენოორდი”იყო გამარჯვებები შინ და გარეთ, სულ ბოლოს კი იენის ,,კარლ-ცაისი” და 1981 წლის 13 მაისი.
მაშინ სტუდენტი ვიყავი და ქუთაისში ვცხოვრობდი, ბევრს მოეხსენება ,,ტორპედოს” გულშემატკივრების დამოკიდებულება ,,დინამოსადმი”, მაგრამ ეს სხვა იყო, იმ ღამით მთელი ქუთაისი გარეთ იყო, ქუჩებში, ეზოებში, აივნებზე, ტრანსპარანტებით, შეძახილებით, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ულოცავდნენ, ყველა ბედნიერი იყო.
ადვილი წარმოსადგენია რა ხდებოდა მაშინ თბილისში, სრულიად საქართველოში, ახლაც ყურში ჩამესმის კოტე მახარაძის ხმა, რომელიც მატჩის ტრანსლაციას ახორციელებდა.
და ეს ყველაფერი იყო, მერე იყო თაობათა ცვლა, წაგებები, დამარცხებები, დაღმასვლა, ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ვიტალი დარასელია იმსხვერპლა.
,,დგანან ტირიფები  ფოთოლგაცვენილი, 
დგება მდუმარების წუთი,
გდია ტრიბუნაზე ბადეს 
აცდენილი
შენი გასატანი ბურთი.”
 ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ქართველი გულშემატკივარი მას. მას შემდეგ ამაოდ ელის ის ბურთი ვინმეს, რომელიც ბადეს აღარ ააცდენს, მაგრამ ის ჯერ არ გამოჩენილა, ვინ იცის შეიძლება გამოჩნდა კიდეც, მაგრამ არა ჩვენთვის...
              მარინა ჩხაიძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 487
FACEBOOK კომენტარები