ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლუკა ლომაძემ რუმინეთში პირველი ადგილი დაიკავა

21-04-2021, 12:02



16-17  აპრილს რუმინეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ლუკა ლომაძემ  62-კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში წმინდა გამარჯვება მოიპოვა. პირველად პოლონეთის წარმომადგენელს შეხვდა და 8-0 დაამარცხა. მეორე ბულგარეთის წარმომადგენელს სძლია 9-0, მესამე ქართველს მოუგო 8-0. DAფინალში ადგილობრივ რუმინელ მოჭიდავეს მოუგო წმინდა გამარჯვებით, აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ლუკამ როგორც საქართველოს პირველობაზე ხუთი შეხვედრიდან ხუთივეში წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ერთი ქულა არ დაუკარგავს, ასევე რუმინეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზეც არც ერთი ქულა არ დაუკარგავს. ეს მართლაც იშვიაში შემთხვევაა, 28-მაისს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიმართება ევროპის პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ლუკა 62-კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზებს.

განყოფილება: ---
გადასვლები: 616
FACEBOOK კომენტარები