ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სამკერვალო ფაბრიკა ,,ენსელემას“ ლანჩხუთის ფილიალი მუშაობას მალე განაახლებს

12-04-2021, 11:56

სამკერვალო ფაბრიკა ,,ენსელემა“ ლანჩხუთის ფილიალი განახლებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას. იგი დაასაქმებს პროფესიონალ მკერავებს და მათაც, ვინც სამკერვალო საქმეს, ადგილზე შეისწავლის. ,,ჰო და არა”ესაუბრა შპს  ,,ენსელემას“ გენერალურ დირექტორს ელგუჯა მამასახლისს.
-რა პროცესი მინდინარეობს ახლა თქვენს წარმოებაში და როდიდან შეუდგებით მუშაობას?
-ჩვენ დავიწყეთ გაურკვეული  პერიოდით  მუშაობა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და საწარმოო პროცესი შევწყვიტეთ, ახლა ყველა რეგულაციის მაქსიმალური დაცვით ვაპირებთ განვაახლოთ მუშაობა. გვაქვს ახალი ხელშეკრულებები, ახალი შეკვეთები.  გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე შევუდგეთ ხალხის დასაქმებას.
-რამდენი ადამიანის მიღებას გეგმავთ?
-ლანჩხუთის სამკერვალო ფაბრიკაში, პროექტით ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 150 კაცის დასაქმება. ამ ეტაპზე ორი საწარმოო ხაზი გაიშვება, ეს  იქნება 70 ადამიანი,  დანარჩენი ეტაპობრივად შეივსება.
-სამკერვალო საქმე ადგილზე შეისწავლება? 
-პირველ რიგში ვიღებთ  კვალიფიციურ მკერავებს. არის კონტინგენტი ლანჩხუთში, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ჩვენს წარმოებაში,  მათ შევასწავლით კერვას, რაც უფრო მალე შეისწავლიან მით უფრო მალე დაიწყებენ მუშაობას.
-რა მოთხოვნები გაქვთ ძირითადად?
-დიდი სურვილი უნდა ჰქონდეთ მუშაობის და უნდა მოგვყვეს ჩვენ, ხარისხიან მუშაობაში  და რაოდენობა ასევე აუცილებელია. ხარისხი კი ეს არის უპირველესი, ამით გვიცნობენ ჩვენ საქართველოში, ევროპაშიც, ამერიკაშიც მიგვიწოწოდებია პროდუქცია, ვინც გვიცნობს, გვიცნობს როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას.
-რომელ წელს გაიხსნა თქვენი წარმოება?
-ჩვენ უკვე 30 წლის იუბილე გვქონდა თებერვალში, ლანჩხუთის საწარმო  მუშაობს 2013 წლიდან.
-შრომის პირობებზე რას გვეტყვით?
-სამუშაო დრო 9-დან 6 საათამდეა, როგორც ხდება ჩვეულებრივად, ერთსაათიანი შესვენება და ყავის დრო. ჯერ ერთცვლიან სამუშაოზე ვიქნებით, პანდემიის პირობებში, შემდეგ შესაძლებელია ცვლანახევარზე გავიდეთ. ხელფასი გამომუშავებით არის.
-შრომის ანაზღაურება რამდენია?
-ეს მათზეა დამოკიდებული,  შეიძლება იყოს 300 ლარი და თვითონ კმაყოფილი იყოს, ჩვენ უკმაყოფილო ვიქნებით ამ შემთხვევაში, მაგრამ ხელფასები ძირითადან 500ლარიდან იწყება700, 800 , 900ლ-მდე ა.შ.
-საშუალო ხელფასი რამდენია?
-საშუალო ხელფასი ჩვენს კომპანიაში არის  650 ლარი.
-პროდუქციის რეალიზაცია სად ხდება?
-ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზეა გათვალისწინებული, სახელმწიფო და კერძო შეკვეთებიც იქნება, ჩვენი მიზანი მაინც ის არის, რომ წლის მეორე ნახევარში ექსპორტზე გავალთ, თუმცა პანდემიის გამო სერიოზული დისკომფორტია შექმნილი, ვაპირებთ ყველა წესის მაქსიმალურად დაცვას, არ გვინდა რომ წარმოება გაჩერდეს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ სპეციალურად გვყავს ავტოტრანსპორტი დანიშნული,  თანამშრომლებს დილით ვაკითხავთ სახლში და მიგვყავს სამუშაოდ. 
-საწარმოო პროცესს როდის დაიწყება?
-როცა კონდიგენტი შეივსება მუშაობასაც დავიწყებთ.
             მაია კუკულაძე



განყოფილება: ---
გადასვლები: 1 066
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა