ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პანდემიის პირობებში, განათლებას ეროვნული მნიშვნელობის საკითხად გამოკითხულთა 11% მიიჩნევს

პანდემიის პირობებში, განათლებას ეროვნული მნიშვნელობის საკითხად გამოკითხულთა 11% მიიჩნევს
27-01-2021, 23:54

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI 2020 წლის დეკემბრის სოციოლოგიური გამოკითვის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნული საკითხების პრიორიტეტულ ნუსხაში განათლება მე-6 ადგილს იკავებს. განათლების წინა პოზიციაზე გვხვდება კორონავირუსი (მე-5) ადგილი.კითხვაზე რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენი და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩამონათვალი ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები 46%, სიღარიბე -37%, ფასების ზრდა/ინფლაცია -31%; ტერიტორიული მთლიანობა – 22%; კორონავირუსი- 16%; განათლება- 11%. 
ორგანიზაციამ საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში აწარმოა. გამოკითხვა განხორციელდა სატელეფონო ზარების მეშვეობით. ჩატარდა 2058 ინტერვიუ. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევამ, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მოიცვა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 640
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა