ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ მომინდა ბავშვობისაკენ გახედვა

20-01-2021, 11:51

არსებული მდგომარეობის გამო, ყველაფერმა დაკარგა თავისი შნო და ლაზათი,შეიძლება ამიტომაცაა ,რომ ბავშვობისკენ გახედვა მომინდა,იმ სითბოსა და სიყვარულის შეგრძნება მაშინ რომ იყო,იმ ადამიანების მოგონება ამ ყველაფერს რომ გვჩუქნიდნენ.ყველას გვყავდა  ან ახლაც გყავთ ადამიანები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში,ჩვენი ბებიები.
ბებიაჩემი თეკლე გეგენავა საოცარი ნებისყოფის, ძლიერი, მტკიცე ხასიათის, პირში მთქმელი, ამაყი ადამიანი იყო.საამაყო ნამდვილად ჰქონდა, ისეთი სანათესაო წრე ჰყავდა,მის დისსშვილებსა და ძმისშვილებს რესპუბლიკაში იცნობდნენ.
მეუღლე რომ ომში დაეღუპა ახალგაზრდა იყო,ოთხი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი დედამთილი დარჩა მოსავლელი, მას კლასიკური განათლება არ ჰქონია, მაგრამ დიდ პატივს სცემდა განათლებას,ოთხი შვილიდან სამს უმაღლესი განათლება მიაღებინა,ხოლო როცა ჩემი დიპლომი ვაჩვენე მითხრა. ამ სიხარულმა ნენა კორფილეს ომიდან დაბრუნებაზე მომიწია.
შვილიშვილები ორ კატეგორიად ვყავდით დაყოფილი,რომლებიც მასთან ერთად ვცხოვრობდით ,,სახლის" შვილიშვილები ვიყავით,ხოლო შვილიშვილები გათხოვილი შვილიდან ,,ციცაის  ბაღნები, მათი სტუმრობა ყოველთვის ზეიმი იყო, მამიდაჩემი დატვირთული მოდიოდა,გზად მაღაზიაში შეივლიდა და ტკბილეულს ავ გამოიყოლებდა, ზოგჯერ კი მოგვიბოდიშებდა ,,ბაღნებო,  გალეტივერ მოგიტანეთ,თემში მაღაზია არ იყო ღიაო, გალეტიმსუქანი, მრგვალი პეჩენიები იყო, მისი გემო დღემდე მახსოვს.ამაყი იყო მეთქი ვწერ ზემოთ, ერთხელ როცა დედით ობოლი შვილიშვილების თვის საჩუქარი გამოუგზავნეს,მაშინ წესი იყო ასეთი,გაბრაზდა,ომი რომ იყო მაშინ არ ამიღია შემწეობა, ახლაც არ მჭირდებაო.
დაუსრულებლად შემიძლია მასზე საუბარი, მაგრამ სხვა დროს გადავდებ, ახლა ერთ ამბავს მოვყვები,სოფელში ჩამოსული იყო,გურული ფოლკლორის შემსწავლელი ჯგუფი, როგორც უხუცესთა ბებიასთან აც მოიყვანეს,ბებიამ ბევრი ლოცვა იცოდა.. შეშინებულის, გათვალულის,გაჩიჩინებულის,ბატონების,ყველა გულდასმით ჩააწერინა, მაგრამ, ბებიამ წყევლა იცოდა გამფრინვალე ჩიტს ჩამოაგდებს, თუმცა სასტიკად იუარა,არ ვიციო,რას იზამდნენ წავიდნენ გულდაწყვეტილი, ვკითხე, ბებია, წყევლა ხომ იცი,რატომ არ ჩააწერინე მეთქი, გაბრაზდა..ვინც მაგათ ასწავლა თეკლემ წყევლა იცისო მისი ოჯახი ვნახე ამოწყვეტილი, ამოლესილი, ამოჟუჟული,დაქცეული,დანგრეული, დაპტყალული, იგი შევიდა ჯანდაბაში, მუუსლელში, სკვარამში, კურმუხეთში და ასე ამოჰკიდა ცხრა სართულიანი,სტუმრები შორს არ იყვნენ წასული და ჩაწერა შეძლეს-შენ გაიხარე ბებია,მოაძახეს.
მე რათქმა უნდა წყევლით არ დავამთავრებ,ბებიას ლოცვები დან არცერთი არ მახსოვს მაგრამ ჩემებურად გეტყვით, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ერთმანეთის ატანა და გატანა შეგაძლებინოთ.
პ.ს სურათზე არის ბებია და მამიდა შვილიშვილებთან და ძმისშვილებთან.
მარინა ჩხაიძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 101
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა