ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დიდი ქალაქების გარდა, ყველგან დასწრებული რეჟიმით განახლდება – დიდი ქალაქების სია

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დიდი ქალაქების გარდა, ყველგან დასწრებული რეჟიმით განახლდება – დიდი ქალაქების სია
15-01-2021, 18:33

საქართველოს დიდი ქალაქების გარდა, 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დასწრებულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში განახლდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება დიდ ქალაქებში: – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. საქართველოში არსებულ სხვა ყველა საჯარო სკოლაში კი, სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით სამინისტროსგან.
“სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, იმ სკოლებში მონიტორინგს ჩაატარებენ, როგორც რესურსცენტრები, ისე სამინისტრო. ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
“გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
“1700-მდე სკოლაა სადაც სასწავლო პროცესი განახლდება სკოლაში და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახებში მიიღონ განათლება”, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 95
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა