ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ტიკარაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება

ტიკარაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება
15-01-2021, 17:24

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება.
მინისტრის განმარტებით, საქართველომ შესაძლოა პირველი ეტაპისთვის ფაიზერის ვაქცინა მიიღოს, რადგან ქვეყანა კოვაქს პლატფორმასთან თანამშრომლობს. 
ტიკარაძის თქმით, 18 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქს პლატფორმას უნდა გაუგზავნოს წერილი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მზაობაა ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 
"ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ ფაიზერის ვაქცინა. კოვაქს პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაცია მივიღოთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს საქართველო არჩევანს ეს იქნება, ამერიკულ-გერმანული "ფაიზერი", ბრიტანული "ასტრაზენეკა", თუ ჩინური "სინოფარმა", ან "სინოვაკი". 
ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაზე ხელსაყრელად "ასტრაზენეკას" მიიჩნევენ. ასევე, მოსახლეობას არწმუნებენ იმაშიც, რომ პირველ ეტაპზე "ფაიზერის" ათასობით დოზასაც შემოიტანენ. 
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა მხოლოდ ამერიკულ-გერმანული "ფაიზერისა" და ბრიტანული "ასტრაზენეკას" ვაქცინების შემოტანას განიხილავს და "კატეგორიულად" არ განიხილავს - ჩინურს. 

განყოფილება: ---
გადასვლები: 683
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა