ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი
11-01-2021, 11:19

"პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი" - ამის შესახებ ბიძინა ივაშვილმა საზოგადოებისთვის მიმართულ ღია წერილში განაცხადა. მისი თქმით, ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გაწია.
"პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.
როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ" - წერია ბიძინა ივანიშვილის წერილში.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და გადაწყვეტილების შესახებაც სწორედ აღნიშნულ წერილში საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის სრული წერილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 855
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა