ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პრემიერი: 2021 წელს მოქალაქეები დენზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ, ჩვენ დავასუბსიდირებთ

პრემიერი: 2021 წელს მოქალაქეები დენზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ, ჩვენ დავასუბსიდირებთ
29-12-2020, 22:53

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში და მივიღეთ ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ". – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაუსუბსიდირებს იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. 
"საქართველოში არის 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000 აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების 95%-ის ელექტროენერგიაზე ნაზარდ ფასს სრულად დავასუბსიდირებთ. 
ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, როცა ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე მათი დამატებითი გამოწვევა რომ არ გახდეს". – ამბობს გახარია.
პრემიერის თქმით, სავარაუდოდ, გაიზრდება წყალმომარაგების ტარიფიც თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
"ეს ტარიფიც წლების განმავლობაში არ გადახედილა. აქაც სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ზრდის ტარიფს". – თქვა გახარიამ.
კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ უკვე მიმართა სემეკს ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით, რადგან, კომპანიის ცნობით, "მოქმედი ტარიფი დიდი ხანია, ვეღარ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილს ხარჯებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებით".

განყოფილება: ---
გადასვლები: 986
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა