საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების თხოვნა იყო, პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა, რასაც ითვალისწინებენ.
“ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
“უცხოელი პარტნიორების თხოვნა იყო, პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა”

განყოფილება: ---
გადასვლები: 887