ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე – სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ

ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე – სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ
23-12-2020, 13:15

ისე ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?! ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არიან 20 და 16 წლის განმავლობაში ძებნილი დამნაშავეები, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გომელაურის განმარტებით, ბადრი ესებუას დაკავება პირველ რიგში უწყების ღირსების საკითხია და მას აუცილებლად დააკავებენ.
„რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო, პრემიერთანაც იყო საუბარი და ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, რომ არანაირი ადამიანის დაშავება: „თუ დააკავებთ ხომ ძალიან კარგი, თუ არა და სისხლი არ დაიღვაროს“, – და მაქსიმალურად ასე გაკეთდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, ოპერატიულ ინფორმაციებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს, აღმოაჩნდა შემდეგ დამატებით კიდევ ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება თან, ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, ზუსტად, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანით თავისი ძმა, ტყეში გაიყვანა და იქიდან გაიქცა და მიიმალა უკვე. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები ჟურნალისტების მხრიდანაც, თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის განმავლობაში ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის განმავლობაში ძებნილი, გვყავს ისეთი, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა მკვლელობა და დღესაც არ არის დაჭერილი. ისე ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?! ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ღირსების თემა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

განყოფილება: ---
გადასვლები: 897
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა