ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დაფინანსების არსებობის წინააღმდეგი ვარ, ეს სისტემა სტიმულებს აუკუღმართებს

დაფინანსების არსებობის წინააღმდეგი ვარ, ეს სისტემა სტიმულებს აუკუღმართებს
18-12-2020, 11:32

შანტაჟი და მუქარა – ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.
პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წინააღმდეგი სულ იყო, რადგან მისი თქმით, ეს სისტემა სტიმულებს აუკუღმართებს.
როგორც “გირჩის” ლიდერი აცხადებს, ოპოზიციური სპექტრის ბევრი პრობლემა სწორედ ამ სისტემით არის გამოწვეული.
“არის ზეწოლა და მცდელობა იმისი, რომ ოპოზიცია დაითანხმონ პარლამენტში შესვლაზე და აღიარებინონ ის შედეგები, რომელსაც ოპოზიცია დღეს არ აღიარებს. მე დაფინანსების არსებობის წინააღმდეგი ვარ პოლიტიკური პარტიებისთვის, ბიუჯეტიდან პრინციპი მგონია არასწორი. ასევე მგონია, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც ქართულ ოპოზიციურ სპექტრს სჭირს, გამოწვეულია სწორედ ამ სისტემის არსებობით. ეს სისტემა სტიმულებს და მოტივაციას აუკუღმართებს. დაფინანსება უნდა გაუქმდეს, როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის ასევე “ქართული ოცნებისთვისაც”,”-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 694
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა