ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული „მასწავლებელთა საპენსიო პროგრამა“ არ გაგრძელებულა

გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული „მასწავლებელთა საპენსიო პროგრამა“ არ გაგრძელებულა
18-12-2020, 11:08

„აქ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის, რომ საპენსიო ასაკის ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი – ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, – ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ 2020 წლის ივნისში, პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

ახალი მთავრობის დაკომპლექტება საქართველოს პარლამენტმა უახლოეს პერიოდში უნდა განახორციელოს. მომავალ კვირაში, პრემიერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამასაც წარუდგენს. იქნება თუ არა მისი დაპირება საპენსიო ჯილდოს პროგრამის გაგრძელების თაობაზე განმეორებული ახალ პროგრამაშიც, ეს მოხსენების დროს გახდება ცნობილი.
პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრომ საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს ამ პროგრამით გარკვეულ პრივილეგიები შესთავაზა. 2019 წელს, 8 ათასზე მეტმა მსურველმა პროგრამის ფარგლებში 2 წლის ხელფასის ოდენობა ერთიანად მიიღო და ასევე სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

განყოფილება: ---
გადასვლები: 152
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა