ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აფრიკის მკვიდრის პასუხი კალაძეს: მამაჩემის ქონებაზე ლაპარაკობ, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა

აფრიკის მკვიდრის პასუხი კალაძეს: მამაჩემის ქონებაზე ლაპარაკობ, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა
17-12-2020, 09:27

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს აფრიკის დასახლებაში დანგრეული სახლების მფლობელების “ქონება ჩამოთვალა” და აღნიშნა, რომ ისინი დამატებით ფლობენ სხვა ქონებასაც და ქუჩაში არ დარჩენილან. ამის საპასუხოდ თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, ნოდარ ბარდაძემ განმარტა, რომ ის არანაირ ქონებას არ ფლობს და კალაძემ მისი მამის ქონება აღნიშნა, რომელმაც 5 წლის ასაკში მიატოვა.
“კალაძემ დღეს რომ ჩამოთვალა ვითომ და რამე ქონება მაქვს ესე არ არის. მამაჩემის ქონებაა აღნიშნული, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა და მას მერე შეხებაც არ მაქვს და მეორე რაზეც თქვა დედაჩემს ჰქონდა 1 თვე კაფე-ბარი, რომელიც მალევე დახურა და მაგ ქონებაზე მელაპარაკება?! მე არანაირი ქონება არ მაქვს”, — ამბობს ნოდარ ბარდაძე.
თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ აფრიკის დასახლების მკვიდრებს რეგიონებში სხვა ქონება აქვთ, მან ქონების მისამართებით ჩამოთვალა.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი.
აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 120
FACEBOOK კომენტარები