ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თამარ ჟვანიამ 2019 წელს ხელფასის სახით ჯამში 113 697,9 ლარი აიღო

თამარ ჟვანიამ 2019 წელს ხელფასის სახით ჯამში 113 697,9 ლარი აიღო
12-12-2020, 20:12

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2019 წელს ხელფასის სახით ჯამში 113 697,9 ლარი აიღო. საუბარია უშუალოდ ცესკოში მიღებულ ანაზღაურებაზე, თუმცა მას შემოსავალი აქვს მიღებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ორთვიანი ლექტორობისთვისაც — ჯამში 1 617 ლარი. ჟვანიას შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ასახულია დეკლარაციაში, რომელიც მან ნოემბრის ბოლოს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჟვანიამ 2019 წელს ორი ბინა შეიძინა, მათგან ერთის ფასი 44 000 დოლარი, ხოლო მეორესი 117 000 დოლარი იყო.
2019 წელს უძრავი ქონების გასხვისებიდან ჟვანიამ 85 000 დოლარის შემოსავალი მიიღო. იპოთეკური სესხის დაფარვისთვის მან წინა წელს 15,4 ათასი ლარი დახარჯა. დეკლარაციიდან იკვეთება, რომ ბინის შეძენისთვის ცესკოს თავმჯდომარემ ჯამში 150 000 დოლარი გადაიხადა. ხოლო შვილის საქორწინო ხარჯებში 16 000 ლარია მითითებული.
თამარ ჟვანიას დეკლარაციაში აღწერილია მისი ქმრის, მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივი მდგომარეობაც. 2019 წლის მდგომარეობით, ის ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში მუშაობს და მას ლოჯისტიკა,მომარაგება/ტრანსპორტირება ეხება. შემოსავლის სახით მან 17 636 ლარი მიიღო.
მიხეილ ყაველაშვილის სახელზე ფიქსირდება 2013 წელს დუშეთში შეძენილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ის ფლობს 2015 წელს 19 000 დოლარად შეძენილ ავტომანქანა Lexus GX-ს. მშობელმა კი მას 11 000 დოლარი აჩუქა. უძრავი ქონების შეძენისთვის მისმა გასავალმა 11 000 დოლარი შეადგინა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 108
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა