ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უხერხულობა არსებობს, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი უხერხულობა შეექმნებოდა სახელმწიფოს თუკი პარლამენტი არ ამუშავდებოდა

უხერხულობა არსებობს, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი უხერხულობა შეექმნებოდა სახელმწიფოს თუკი პარლამენტი არ ამუშავდებოდა
11-12-2020, 18:45

ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, გარკვეული უხერხულობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის სხდომას ოპოზიცია არ ესწრება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის ამუშავება შეფერხდებოდა, სახელმწიფოს გაცილებით დიდი უხერხულობა შეექმნებოდა.
“პარლამენტი არ არის ერთპარტიული პარლამენტში არჩეული იქნა 9 პარტია და თუ ადამიანები, რომლებიც თავის თავს თვლიან ამ ქვეყნის პატრიოტებად და გადაწყვიტეს, რომ არ შეიქმნას სახელმწიფო სტრუქტურები და ბიუჯეტი არ იქნეს დამტკიცებული, მათ ხმის ამოღების უფლებაც არ აქვთ და პარლამენტის შეფასების. რა საკვირველია უხერხულობა არსებობს მნიშვნელოვან წილად მაგრამ გაცილებით უფრო დიდი უხერხულობა შეექმნებოდა ჩვენს სახელმწიფოს თუკი პარლამენტი არ ამუშავდებოდა,” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი.
ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ ოპოზიციის ნაწილში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი საპარლამენტო მუშაობას შეუერთდებიან:
“რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო იქნება თუ არ შემოვა ოპოზიცია, იმიტომ რომ პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, სადაც უნდა იყოს აზრთა ჭიდილი და განსხვავებულ აზრთა დაფიქსირების საშუალებას იძლევა ეს პლატფორმა. ადამიანები ვინც ამას შეგნებულად აკეთებენ, რომ ინსტიტუციებს მიაყენონ შეურაცხყოფა, საკუთარ ამომრჩეველს მიაყენონ შეურაცხყოფა, ასეთი ადამიანების ადგილი არც გახლავთ საქართველოს პარლამენტში და თუ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს ოპოზიციის ერთ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
კახა კუჭავას თქმით, ისევე როგორც მე-9 მოწვევის პარლამენტში, მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერაც არაერთი საინტერესო რეფორმის გატარება იგეგმება.
“ძალიან ბევრი საინტერესო რეფორმა გავატარეთ მე-9 მოწვევის პარლამენტმა და ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ, მე-10 მოწვევის პარლამენტი უფრო საინტერესო შედეგებით წარვდგებით,” – აღნიშნა კახა კუჭავამ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 99
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა