ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი ვაშაძე - ხვალ პარტიაში დიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართება - გადაწყვეტილება რომ პარლამენტში არ შევდივართ, უკვე მიღებული გვაქვს

გიორგი ვაშაძე - ხვალ პარტიაში დიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართება - გადაწყვეტილება რომ პარლამენტში არ შევდივართ, უკვე მიღებული გვაქვს
9-12-2020, 22:43

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ პარტიაში დიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, ის, რომ პარლამენტში არ შევლენ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შეხვედრაზე კი სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრებენ.
„შეეხება ყველა მიმდინარე საკითხს, უამრავი თემა გვაქვს განსახილველი, ამ ორომტრიალში ვერ შევძელით კონკრეტულად, დეტალურად მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. პოლიტსაბჭო რა, ეს იქნება უფრო დიდი სამუშაო შეხვედრა, სადაც აბსოლუტურად ყველა საკითხზე გვექნება მსჯელობა. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, არაფერი განსაკუთრებული.. ეს არის პარასკევთან დაკავშირებით, იგივე განცხადების დაწერის პროცედურაში როგორ მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ რა როლი გვექნება იმ სქემიდან გამომდინარე, რაზეც დღეს ვიმსჯელეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, პარტიაში ერთიანი პოზიციაა, რაც შეეხება იმას, პროცედურულად, თუ როგორ იმოქმედებენ, ვაშაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ.
კითხვაზე, მმართველი გუნდის მხრიდან შემოთავაზება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საკმარისი, ვაშაძე აცხადებს, რომ ამას ნაჩქარევად ვერ უპასუხებს.
„ვერ იქნება საკმარისი, არ ვიცი, ამ წინადადებაზე არც მიფიქრია, პირდაპირ გეტყვით, არ მინდა ნაჩქარევად გავაკეთო განცხადება. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შემდეგი რაუნდის შეხვედრა, სადაც დეტალურად მოვისმენდით ამ ყველაფერს, მაგრამ ის, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მერე იქ რაღაც დადგინდეს და მერე დანიშნონ მთელი ეს პროცესი შეთანხმების, ასე ვერ მოხდება. ამოცანა არის შემდეგი - შეთანხმება უნდა შედგეს, შეთანხმება ან არის, ან არ არის. თუ შეთანხმება არ არის, პარლამენტში შესვლას არ ვიხილავთ, თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას ვიხილავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 577
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა