ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
2-12-2020, 19:12

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალადაშვილის კლინიკის განცხადებით, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.
„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, – განაცხადეს კლინიკაში.
კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო “ოცნება” 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.
კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 722
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა