ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში", — განაცხადა კალაძემ იმედის ეთერში.

მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში", — განაცხადა კალაძემ იმედის ეთერში.
21-11-2020, 00:51

"ჩვენი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება მოხდება. მინდა მივმართო ჩვენს ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, როგორც პირველ ტურში. ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ არჩევნებში არმონაწილეობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიანთი ამომრჩევლები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს, რათა დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში", — განაცხადა კალაძემ იმედის ეთერში.
21 ნოემბერს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 17 ოლქში გაიმართება: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

განყოფილება: ---
გადასვლები: 58
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა