“აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მინიმუმ 75 ადგილი, ანუ საპარლამენტო მანდატების ნახევარი აიღოს და ისინი რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა .
„დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში. დღეს წყდება ბედი იმისა, თუ რომელი იდეოლოგია იქნება გამარჯვებული მსოფლიოში, ფსევდოლიბერალიზმი, თუ კონსერვატიზმი. განსაკუთრებით ჩვენთვის აქვს ამას მნიშვნელობა იმიტომ, რომ საქართველოს საფუძველი ტრადიციული ღირებულებებია. ვინ არის ამ დაპირისპირებაში გამორჩეული ამერიკელების მიერ, ეს მათი უფლება და ნებაა. მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მოხდება დღეს აშშ-ში. რა მოიტანა ნეოლიბერალიზმმა მსოფლიოს, ყველა კარგად ვხედავთ.
ჩვენ ვხედავთ არნახულ შემოტევას ქართულ დემორკატიაზე, სახელმწიფოზე. ჩვენ ვიმყოფებით ცეცხლმოკიდებულ რეგიონში, სადაც ომი მძვინვარებს, სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში საქართველოდან. გარშემორტყმული ვართ კონფლიქტური ქვეყნებით. ერთადერთი მშვიდი ქვეყანაა საქართველო და დღეს ამ ქვეყნის არევას ცდილობენ ყველანაირი ხერხით. მადლობა ღმერთს, ყველა გაერთიანდა. მე დიდი ხანია, ვამბობ, რომ ქართული პოლიტიკური წუმპე, ჭაობი უნდა ამოშრეს. სხვანაირად, ამ ქვეყანას წინსვლა და განვითარება გაუჭირდება. მე მგონი, მაგის პირას ვდგავართ, როცა ყველა ერთადაა დღეს ამ წუმპეში. ძალიანაც კარგი იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ნათლად დაინახოს, ვის რა ვნებები ამოძრავებს. რა ვნებებია ეს, ყველა კარგად ვხედავთ. აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 75 ადგილი, ანუ საპარლამენტო მანდატების ნახევარი აიღოს და ისინი რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ. ნიკა გვარამიას საროსკიპოს გარდა, ეს სცენარი ვერსად განვითარდება. რადგან ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც ნიკა გვარამიამ და „TV პირველმა“ შეიძლება, რევოლუცია მოახდინონ. ისევ ვიმეორებ: ნებისმიერი გონიერი ადამიანი, გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა გარეთ, იკითხავს – რატომ მივდივართ ქუჩაში, რატომ ვამტვრევთ ცარიელ კარს? როდესაც შესაძლებელია, მეორე ტურში 16 მანდატი აიღო და 75 მანდატი გქონდეს – ზუსტად იმდენი, რამდენიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ეს არის გაუგებარი და კითხვა, რომელსაც პასუხს ვერავინ გასცემს, ვერცერთი ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც იმ საროსკიპოებში ბობოქრობს. რისი მაქნისები არიან ქუჩაში, ამას ვხედავთ და ვნახავთ უახლოეს დღებში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, დღეს ცხადად ჩანს ის, თუ რას ნიშნავს რუსეთის არჩევნებში ჩარევა.
„სხვა საქმეა, ვის დავალებას ასრულებენ და რა დგას ამის უკან. ძალიან მარტივია, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთის ჩარევაზე სხვადასხვა არჩევნებში – აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის თუ საქართველოსი. აი, ცხადად ჩანს, თუ რას ნიშნავს ეს ჩარევა. „ქართული მარშიც“ კი, რომელსაც საკუთრი ოჯახის წევრებმა არ მისცეს ხმა იმიტომ, რომ კარგად იციან რას წარმოადგენენ, სასიკვდილო შიმშილობას აპირებს იმის გამო, რომ არჩევნები გაუყალბეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის გაყალბება იყო, რომ „მარში“ სასიკვდილო შიმშილობას აპირებს?? ეს პოლიტიკური ჩმორები, ბურჯანაძის თამადობით, რომელსაც 0, 75 % აქვს. იმის მერე, რაც სულ 0, 75 % აქვს 10 წელიწადია, სულ გაყალბებაზე ლაპარაკობს, რას უყალბებენ ამისთანას? რით ვერ გაარკვია მაგის სანათესაომ, ვის უნდა მისცეს ხმა? სანათესაოსაც არ აქვს მისთვის ხმა მიცემული, როგორც ჩანს. სურათი არის ნათელი. ყველა იქ მოხვდა, სადაც უნდა იყოს. ეს არის სააკაშვილის სამფლობელო. სადაც ის არის ბატონ-პატრონი, სადაც ყმები ჰყავს. მას აქვს ძალაუფლების დაბრუნების დაუოკებელი მოთხოვნილება. ყველაფერი დანარჩენი აგერაა, ყველა ვხედავთ ვითარებას. გუშინ, ღამით ყველამ კარგად ვნახეთ მათი ერთობის ფასი, როგორ უყვართ ერთმანეთი. იმ ტერარიუმში შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს და ერთობაზე ლაპარაკობენ. ეს ერთობა 5 წუთში ჩანს, რაც არის. მაგრამ ერთობა თუ აქვთ, გაერთიანდნენ, გავიდნენ მეორე ტურზე, თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, როგორც ამბობენ. ხომ ერთად არიან? მოიგონ არჩევნები, ვინ უშლით ხელს? 21-ში არჩევნები იქნება და დამთავრებულია კონცერტი. ერთად დაიხრჩობიან იმ ჭაობში. ძალიან კარგი, თუ არ შევლენ პარლამენტში, იქნებ, დამთავრდეს ეს ჭაობი, ამოვაშროთ ეს ბოროტი მოდგმა, რომელიც პოლიტიკოსობას იჩემებს, ეს 1 %-იანი არაფრისმაქნისები. მთელი ცხოვრება ქართველი მოქალაქეების სისხლით იკვბებიან. თავის დროზე ვინც ბარიერი გადალახა, ისინი ჩვენი ფულით ცხოვრობენ. რას აკეთებენ ჩვენთვის, ეგაა საკითხავი. ვინმემ მითხრას მაგათი გაკეთებული ერთი საქმე. 9 პარტია გავიდა პარლამენტში. როდის იყო ასეთი რამე? მით უმეტეს, თუ ასეთი ერთობა აქვთ და ძალა ერთობაშია, რა უშლით ხელს? დაუპირისპირდნენ იქ, სადაც საჭიროა. დაუპირისპირდნენ იქ, სადაც ქარიშხალი შენობის შიგნით იქნება და არა გარეთ, იქ სადაც ხალხი არ დაერევა ერთმანეთს, სადაც ერთმანეთს კოვიდს არ გადასდებენ. მაგრამ, გარეთ უნდათ. ასე უნდა მაგათ ბელადს. რა შედეგეს მიიღებენ, ნახავენ. ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს იმკის. მოიმკიან ქართველი ხალხის ქარიშხალს“, – განაცხადა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავა: ძალიან კარგი, თუ არ შევლენ პარლამენტში. ეს პოლიტიკური ჩმორები
განყოფილება: ---
გადასვლები: 746