თურქეთის ქალაქ იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ასზე მეტი კი დაშავდა. ასეთია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ოფიციალური მონაცემები.უწყების ცნობით, ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთი დაიხრჩო, 120 ადამიანი კი დაშავებულია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ყველა იმ პროვინციაში, რომელიც ეგეოსის ზღვას ესაზღვრება, განსაკუთრებით იზმირსა და აიდინეში. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.დაზარალებულ რეგიონში 53 ერთეული ტექნიკა, 190 მაშველი და სასწრაფო დახმარების 112 ბრიგადა გაიგზავნა.
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე კი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
დღეს, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 33 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან 13-ის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრამ, რომლის სიძლიერე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა, თურქეთის ქალაქ იზმირსა და საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ნგრევა გამოიწვია.
იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისიზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალაშედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
განყოფილება: ---
გადასვლები: 962