ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

30-10-2020, 17:22

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.“2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

განყოფილება: ---
გადასვლები: 610
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა