ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

https://news.ge/wp-content/uploads/2020/10/%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%9D.jpg

https://news.ge/wp-content/uploads/2020/10/%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%9D.jpg
29-10-2020, 04:46

ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოახლოვდა არჩევნები. სიმართლე რომ გითხრათ, მეც მეზარება სახლიდან გასვლა, მაგრამ როგორც ქალი პასუხისმგებლობა 2020, 2021, 2022 და ასე სიკვდილამდე, გადავლახავ სიზარმაცეს და წავბრძანდები პირბადით და ჰალოუინის გრიმით (ერთ დღესაა ეს ორი დიდებული დღესასწაული, კუდიანების და გუდიანების).
“გათიშე და იბატონეო”, ძველი რაჭული ანდაზა ხომ გახსოვთ? და ამ ანდაზას ჩვენს წინააღმდეგ რომ იყენებენ მთავრობები, გვაქუცმაცებენ და ერთმანეთს გვაძიძგნინებენ, ეგეც ხომ გახსოვთ? ხოდა ძლივს ჩვენს მოედანზეა ბურთი და ერთხელ მაინც ჩვენ გავთიშოთ და ვიბატონოთ, ავირჩიოთ ჭრელა-ჭრულა პარლამენტი, – ბევრი გირჩი, ბევრი ლელო, ცოტა ოცნება, ცოტა ნაციონალი, ცოტა წითელზე დავდოთ, ცოტა შავზე და ასე… და ჩავსკუპდეთ მერე პოპკორნებით სავარძლებში, ჩავრთოთ ტელეყუთები და გავერთოთ გემრიელად.”

განყოფილება: ---
გადასვლები: 42
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა