ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების 5-პუნქტიანი გეგმა ჩვენი გეგმის მთავარი მისია არის ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება

26-10-2020, 12:38

1. შვილებს
* ბაღის აღსაზრდელებს - 1500-ლარიანი ვაუჩერი კერძო ან სახელმწიფო ბაღისთვის;
* სასკოლო განათლების დაფინანსება გასამმაგდება: სკოლის მოსწავლეებს - ყოველწლიური 2000-ლარიანი სასკოლო ვაუჩერი, რომელსაც მშობელი, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში გამოიყენებს;
* უფასო სადილი - საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს;
*სტუდენტობისთვის განათლების დაფინანსება გაორმაგდება - 4500-ლარიანი ყოველწლიური სახელმწიფო გრანტი;
2. ჯანმრთელი ოჯახი
* მედიკამენტების ფასები განახევრდება _ ოჯახის თითოეული წევრისთვის;
* სრული პროფილაქტიკური კვლევები და საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებული სერვისები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 400-ლარიანი კერძო პრემიუმ დაზღვევა;
3. ოჯახის დასაქმებულებს
* გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი - დასაქმებულს ხელფასიდან აღარ ჩამოეჭრება 20%. მას მეტი თანხა დარჩება და შეძლებს, უკეთ იზრუნოს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე
* ყოველწლიურად მზარდი ხელფასები - 2000 ლარი საშუალო ხელფასი
4. სამსახურის მაძიებლებს
* 300 ათასი ახალი სამუშაო ადგილი - ეკონომიკური რეფორმებით, ქვეყანაში, დამატებით შემოსული 10 მილიარდი დოლარის შედეგი;
5. პენსიონერებს
* პენსია - 400 ლარი;
* უზრუნველყოფილი ჯანდაცვა _ მედიკამენტების ფასების განახევრება და უფასო გამოკვლევები;
მთავარი გეგმა
სოციალურად დაუცველ ოჯახებს
* 200 000-მდე ქულის მქონე ყველა ოჯახს - თითოეულ წევრზე, 60-ლარიანი დახმარება დევნილებს;
* გაორმაგებული ფულადი დახმარება;
* ხელისუფლებაში მოსვლიდან 15 თვეში ყველა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
ომის ვეტერანებს და 
შშმ პირებს
* ომის ვეტერანებს - გაოთხმაგებულიფულადი დახმარება;
* შშმ პირების სრულფასოვანი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ საჭიროებებზე ადაპტირებული საჯარო ინფრასტრუქტურა;
ოჯახების უსაფრთხოება
* პროკურატურის ხელმძღვანელობის შერჩევა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის სრულფასოვანი თანამონაწილეობით, კონსენსუსის გზით;
* ყველა პოლიციელისა და სამხედროსათვის ხელფასების ზრდა;
დამოუკიდებელი 
სასამართლო
* სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში - უცხოელი მოსამართლეები;
* პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა;
* ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატის გაფართოება;
ადამიანის უფლებები
* პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციური პარტიიდან;
* დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველების დანაშაულებს გამოიძიებს;
* პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მყარი გარანტიები;
ეკონომიკა და 
ინვესტიციები
* დაბალი, ევროპული საბანკო საპროცენტო განაკვეთი და სტაბილური ფასები - 10 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში;
* 300 ათასი ახალი სამუშაო ადგილი;
* ქალაქი ლაზიკა - 3,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მულტისავალიუტო რეჟიმი;
* თავისუფალი სასამართლოთი და კანონით გარანტირებული საკუთრების უფლება;
საგადასახადო რეფორმა
* საქართველო - ევროპაში პირველი ქვეყანა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების გარეშე;
* ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა ევროპაში - საგადასახადო კოდექსის 2/3 გაუქმდება;
მთავრობა სმარტფონში
* საქართველო - ევროპაში ყველაზე მცირე ზომის, გამჭვირვალე ელექტრონული საჯარო მმართველობა;
* ბიუროკრატიული პროცედურებისგან დაცლილი, სწრაფი, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისები - მსგავსად იუსტიციის სახლებისა;
* კორუფცია - 0!
განათლება
* 2000 ლარი ხელფასი - პედაგოგებს;
* დაინერგება ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები;
* უცხოეთში საბაკალავრო სამაგისტრო დასადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება;
სოფლის მეურნეობა
* მდიდარი სოფელი - თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში;
* 100 სოფლის სახლი, ყველა მომსახურება ერთ სივრცეში: რეალიზაცია, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობის განვითარება, ლაბორატორიული, აგრონომებისა და ვეტექიმების მომსახურება, პროფესიული განათლების ცენტრი;
* მიწის საკუთრებაში გადაცემა და უფასო რეგისტრაცია;
ფართი დაფინანსებულია

განყოფილება: ---
გადასვლები: 778
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა