ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა
21-10-2020, 09:40

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ინფიცირებულ ნინო წილოსანთან კონტაქტი ჰქონდა.
„რაც შეეხება პარტიაში კორონავირუსის გავრცელებას, ორ დეპუტატს დაუდასტურდა ინფექცია, ესენი არიან ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე არის იზოლაციაში გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, იზოლაციაში არის გადასული მამუკა მდინარძე, რაც პრობლემას ქმნის, ბუნებრივია, საარჩევნო შტაბში, ვინაიდან მას ჰქონდა აქტიური და მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო შტაბის მუშაობაში. შტაბის სხვა წევრები იზოლაციაში არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პირველადი კონტაქტი ან რაიმე მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულებთან არ უფიქსირდებათ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 26
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა