ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ქართული ოცნების“ 8 წელიწადი რიცხვებში

„ქართული ოცნების“ 8 წელიწადი რიცხვებში
1-10-2020, 12:06

„ქართული ოცნების“ 8 წელიწადი რიცხვებში

October 1, 2020 64 Views
96,4%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, შემცირებული მშპ, შემცირებული უმუშევრობა და გაზრდილი საგარეო ვალი – ეს „ქართული ოცნების“ 8-წლიანი პერიოდის ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილია.
მართალია, „ოცნების“ მმართველობის დროს გაიზარდა პენსიები და სოციალური გასაცემლები, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები დარიგდა, თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ჯინის კოეფიციენტმა, რომელიც საქართველოში სოციალური უთანასწორობას ზომავს, მხოლოდ მინიმალური ცვლილება განიცადა. 2012 წელს ეს კოეფიციენტი 0,42-ს შეადგენდა, 2019 წელს კი 0,39-ს. (წყარო: საქსტატი)
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა რომ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, ამაზე მიუთითებს კიდევ ერთი სტატისტიკა. კერძოდ, 2020 წლის ბოლო, სექტემბრის მონაცემებით საქართველოში საარსებო შემწეობას 502 258 ადამიანი იღებს, ანუ გამოდის, რომ მთლიანი მოსახლეობის 13,5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით კი საარსებო შემწეობას მოსახლეობის 10% იღებდა, სულ 456 563 ადამიანი. (წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო).
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. მაშინ კოალიციამ არჩევნებში ხმების 54, 97% მოიპოვა. „ოცნებამ“ არჩევნებში ხელმეორედ 2016 წელსაც გაიმარჯვა, მაშინ კოალიციამ არჩევნებში ხმების 48,7% მიიღო.
წელს სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ ფაქტორად კორონავირუსის პანდემიაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება, უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე covid-19.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ იცვლებოდა ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო 8 წლის განმავლობაში: (2020 წლის მაჩვენებლები აღებულია წელს გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემებიდან).

ინფრომაციის: წყარო
განყოფილება: ---
გადასვლები: 100
FACEBOOK კომენტარები