ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ყარაბაღში საომარი მოქმედებები დაიწყო

27-09-2020, 21:36

სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ინფორმაციას გარდაცვლილთა და დაჭრილების შესახებ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის. მისივე ცნობით, სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ღებულობს კონტრშეტევით ზომებს მორიგი სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ , – განაცხადა გაჯიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება.
„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“ , – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 886
FACEBOOK კომენტარები