ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა

ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა
26-09-2020, 10:58

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა“.
„კრიმინალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე. ხან ისე შემოატრიალებენ, ხან ასე. არსებობს ოფიციალური მონაცემები წლების მიხედვით. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, შევიდნენ საიტზე და მონაცემებს გადახედონ. ნახავთ რამხელა სხვაობაა. სულ კლებადი ვერ იქნება, ხან იკლებს ხან იმატებს, ეს ჩვეულებრივი თემაა. თუნდაც, რომ ავიღოთ 2012 წლამდე, მე არ მიყვარს ხოლმე გახსენება, რომ ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა და ახლა ასე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში 24000-25000 ადამიანი იჯდა, ახლა როგორც ვიცი, 9 000-მდეც არაა. მაშინ ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, ახლა ხდება 100 ერთეული. 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც ციხეში 3-ჯერ მეტი ადამიანი იჯდა. არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა“,-აღნიშნა მინისტრმა.



განყოფილება: ---
გადასვლები: 104
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა