ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

“სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა”

“სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა”
23-09-2020, 16:03

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს.
როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ეს საერთაშორისო რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.
„ უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება ის აისახება.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.



განყოფილება: ---
გადასვლები: 151
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა