ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ირაკლი ღარიბაშვილი: საბოლოო ჯამში ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”

ირაკლი ღარიბაშვილი: საბოლოო ჯამში ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”
2-09-2020, 10:01

არავითარი გაყოფილი „ევროპული საქართველო” და „ნაცმოძრაობა” არ არსებობს. ეს არის ერთი გუნდი ბოკერიას, სააკაშვილის და მთლიანად „ნაცმოძრაობის“, რომელმაც ყველაზე დიდი, უნიკალური დავალება შეუსრულა რუსეთის ხელისუფლებას, რუსული ჯარი შემოიყვანა და დააკანონა მათი ოკუპაცია საქართველოში,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სპეკულაციები ისმის ამ ვითომ ოპონენტების მხრიდან. საბოლოო ჯამში ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”. არავითარი გაყოფილი „ევროპული საქართველო” და ცალკე „ნაცმოძრაობა” არ არსებობს. ეს არის საერთო, ერთი გუნდი ბოკერიას, სააკაშვილის და მთლიანად „ნაცმოძრაობის“, რომელმაც ყველაზე დიდი,უ ნიკალური დავალება შეუსრულა რუსეთის ხელისუფლებას, რუსული ჯარი შემოიყვანა და დააკანონა მათი ოკუპაცია საქართველოში. ეს არის მტრობა, ღალატი. ღალატი არის ის, რომ მათ ჩვენ ქვეყანას დააკარგვინეს ტერიტორიები, ჩვენი ათასობით მოქალაქე გახდა დევნილი, კოდორი, უამრავი სოფელი და ა.შ. ამ მოღალატე მტრულ ძალას 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე გავცემთ პასუხს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 112
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა