ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი გახარია: ბათუმი ქვეყნის კარიბჭეა

გიორგი გახარია: ბათუმი ქვეყნის კარიბჭეა
31-08-2020, 10:27

“ეკონომიკა დღეს იქმნება არამხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა.
„პირველ რიგში, აჭარაში, რაც გახსენდება და რითიც გინდა დაიწყო საუბარი არის ის, რომ ვინ არ სცადა ათასწლეულების განმავლობაში ეს კუთხე გადაეჩვია სამშობლოს სიყვარულს, ვერავინ მოახერხა. ასწლეულების განმავლობაში აქაური ძმები, მუსლიმი და მართმადიდებელი ძმები, ერთად იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ.
ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე, ბათუმი არის წერტილი, როგორც საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო გზების კვანძი. წლებია, რაც ბათუმს ქვეყნისთვის აქვს უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, არამხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა, კულტურულიც.
ეკონომიკა დღეს იქმნება არამხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი არის ის ქალაქი, რომლის წარმატებითაც თითოეული ქართველი ამაყობდა და იამაყებს.
პანდემიისას რთული დღეები დაგვიდგა და ბათუმი განსაკუთრებით დაზიანდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც ერთად ყველაფერს გავაკეთებთ რომ დარტყმა ბიზნესზე, ქვეყნის ეკონომიკაზე ბათუმის ეკონომიკაზე მინიმუმამდე დავიყვანოთ“, -განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, პანდემიასთან ბრძოლისას სწორედ ბათუმელებმა მოიგონეს საკარანტინე სივრცეები.
„ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ყველა ერთად ვართ წარმატებული პანდემიის რისკები მართვაში, საკარანტინე სივრცეებია გასაღები იმ ქართული მოდელის, რომელიც ერთად შევქმენით“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 153
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა