ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

“აჭარა არ შეირცხვენს თავს” – აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი ჩამოხსნეს

“აჭარა არ შეირცხვენს თავს” – აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი ჩამოხსნეს
30-08-2020, 20:16

აჭარაში ჩამოხსნეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი მოწოდებით, „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
ბანერის ჩამოხსნაში მონაწილეობდა „ლელო საქართველოს“ წევრი და დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დემონატაჟის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა:
“მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს! აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!”
შეგახსენებთ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასევე გამოსახულია საქართველოს რუკის კონტური, რომელზეც წითელი ფერით მონიშნულია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და აჭარა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 312
FACEBOOK კომენტარები