ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სამარცხვინო ტყუილია ოპონენტების განცხადება, თითქოს ხელისუფლებას არჩევნებში უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობა არ სურს

სამარცხვინო ტყუილია ოპონენტების განცხადება, თითქოს ხელისუფლებას არჩევნებში უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობა არ სურს
21-08-2020, 21:21

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სამარცხვინო ტყუილია ოპონენტების განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ხელისუფლებას არჩევნებში უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობა არ სურს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, თუ როგორ დემოკრატიულად ჩატარდება საქართველოში არჩევნები.
„დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. როგორც მათ თქვეს, გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას არჩევნებში დამკვირვებლების მონაწილობა არ სურსო. ეს თავისთავად სასაცილო განცხადებაა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო- ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, ვინაიდან ამ არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ, მხარი დავუჭირეთ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, გავხადეთ გარემო უფრო დემოკრატიული. დღესაც ხედავთ, რომ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია.
ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული. რასაკვირველია, მომავალზე ფიქრი, მომავალზე გეგმები თავისთავად უკავშირდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ ამ არჩევნებს. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისთვის, ეს არის არჩევნები, სადაც საქართველო დგამს ხელშესახებ ნაბიჯებს მომავლისკენ, აძლიერებს თავის დემოკრატიას. საქართველო თავის პარტნიორებს, მეგობრებს დაუმტკიცებს, რომ იმსახურებს დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას და იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.

განყოფილება: ---
გადასვლები: 89
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა