ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თენგიზ ცერცვაძე: გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს

თენგიზ ცერცვაძე: გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს
18-08-2020, 20:33

ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა ,- ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
„ბოლო დროს, უცხოეთშიც და საქართველოშიც ექსპერტები ამბობენ, რომ თითქოს, დაავადების სიმძიმის პროფილი ძალიან შეიცვალა. გახშირდა ახალი კორონავირუსის შედარებით მსუბუქი შემთხვევები, მოიკლო მძიმე შემთხვევებმა და სიკვდილობამ – ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. მართალია, მსოფლიოში, საშუალო სიკვდილობის პროცენტმა მოიკლო 5%-დან 3.5% -მდე, მაგრამ ეს ზოგიერთი ქვეყნის ხარჯზე მოხდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი კორონავირუსი ნაკლებად სახიფათოა, ან ნაკლებად სასიკვდილო. ბევრ წამყვან ქვეყანაში, თუნდაც ისეთში, როგორიცაა საფრანგეთი, ინგლისი და ესპანეთი, სიკვდილობა 10%-ს აჭარბებს. სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელმა მსოფლიოში დაიკლო, მაგრამ არა იმდენად რომ იძლეოდეს თვითდამშვიდების საშუალებას.
საქართველოში ბოლო გარდაცვალება 28 ივლისს დაფიქსირდა, 20 დღე გავიდა და მას შემდეგ ჩვენ გვყავდა 22 მძიმე ავადმყოფი და 7 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მცდარია მოსაზრება, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა მსუბუქია, საშუალო სიმძიმის ან უსიმპტომოა. კვლავ რჩება დაავადების სიმძიმე, რაც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ.

განყოფილება: ---
გადასვლები: 814
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა