საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, ილია II-ს, ამირან გამყრელიძეს, გიორგი გახარიას, კახა კალაძეს, დავით ბაქრაძესა და შალვა ნათელაშვილს უფრო მეტი ადამიანი აფასებს დადებითად, ვიდრე ივანიშვილს. კითხვაზე — “რას ფიქრობთ ჩამოთვლილ ქართველ პოლიტიკურ, საჯარო და სასულიერო მოღვაწეებზე”, ილია მეორეს დადებითად აფასებს 89%, ხოლო 74% ამირან გამყრელიძეს.
პრემიერმინისტრ გახარიას დადებითად აფასებს 63%, ხოლო კახა კალაძეს — 57%. რაც შეეხება ოპოზიციას, კალაძის შემდეგ დადებითი განწყობებით მოდის დავით ბაქრაძე — 53%, ხოლო შალვა ნათელაშვილს — 42%. 41% აფასებს დადებითად ბიძინა ივანიშვილს. იგივე მაჩვენებელი აქვს გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო გიორგი ვაშაძეს — 40%.
ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უარყოფითად გამოკითხულთა 73% განწყობილია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 72% კი ეკა ბესელიას მიმართ.
IRI: ილია მეორეს დადებითად აფასებს 89%, ხოლო 74% ამირან გამყრელიძეს
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 052