ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

“ბატონო ბიძინა, დააკვირდით მინსკის მოვლენებს!”

“ბატონო ბიძინა, დააკვირდით მინსკის მოვლენებს!”
15-08-2020, 22:02

ცივილიზებულ სამყაროში, არჩევნებით მანიპულირება ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არავის ეპატიება, – ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
„ბატონო ბიძინა, დააკვირდით მინსკის მოვლენებს!
სულ რაღაც სამი წლის წინ, მინსკში ჩამოყალიბდა ფორმატი, რომელშიც საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიის და უკრაინის პრეზიდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ლუკაშენკო იყო მასპინძელი ფორმატისა, რომელსაც შეაიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის მექანიზმები უნდა შეემუშავებინა შუაგულ ევროპაში. მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა, რომელსაც სულ რაღაც სამი წლის წინ ლუკაშენკო მასპინძლობდა, ღიად განაცხადა ბელარუსიისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ. ცივილიზებულ სამყაროში, არჩევნებით მანიპულირება ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არავის ეპატიება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს რეაქცია, არაფორმალური მმართველის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ. მეთოდები, რომლებითაც თქვენ ფონს გასვლას აპირებთ, დიდად არ განსხვავდება იმ დარღვევებისგან, რომლებიც ბელორუსიაში ვიხილეთ. თვალსაჩინოა, მანიპულირების ის ხრიკები და მეთოდები, რომლებითაც არჩევნების მოგება გინდათ. ორცხობილებივით სახელდახელოდ გამომცხვარი სატელიტებიც ფუჭად დაგრჩებათ და ის მილიარდებიც, რომლებიც თქვენს უკან დგას. საქართველოში, დემოკრატიულ ღირებულებებს, თავისუფალ არჩევენებს და ცივილიზებულ მომავალს, ალტერნატივა არ აქვს და ვერაფერი აღუდგება წინ!”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ცნობისათვის, ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

განყოფილება: ---
გადასვლები: 56
FACEBOOK კომენტარები