აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსახლეობის 33%-ის პირველი არჩევანი იქნებოდა.
12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მოსახლეობის 5%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველოსთვის“.
- ქართული ოცნება“ – 33%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
- „ევროპული საქართველო“ – 5%;
- „ახალი საქართველოსთვის“ – 5%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
- „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;
- „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;
- „გირჩი“ – 2%;
- ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%;
- „გამარჯვებული საქართველოსთვის“ – 1%;
- სხვა – 1%;
- არც ერთი – 1%;
- არ ვიცი – 17%
- უარი პასუხზე – 11%