ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სოფელში სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს მოსაცდელი შენდება

5-08-2020, 13:59

სოფელში,  სადაც ადგილობრივი  სამგზავრო ტრანსპორტი არ მოძრაობს, ავტობუსის მოსაცდელს აკეთებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა,  საუბარია სოფელ გვიმბალაურის თემში შემავალ სოფელ ჯუნეწერზე.
საქმე ისაა, რომ სოფლის კრებაზე ადგილობრივების გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯუნეწერში, სოფლის პროგრამის თანხიდან, სკოლის ავტობუსისთვის, იმ ადგილას, სადაც ჯუნეწერს ზემო ჩიბათი და ჯაველი ესაზღვრება, მოსაცდელი გაკეთებულიყო. თუმცა, ის აზრი, რომ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს მოსაცდელის გაკეთება, ბევრმა იმთავითვე აბსურდულად მიიჩნია და ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც საჯაროდ დააფიქსირა. მაგრამ საქმე ამის იქეთ აღარ წასულა. სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და როგორც ირკვევა, მშენებლობაც დაიწყო. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნული მოსაცდელი არც სკოლის მოსწავლეებისთვის არის მოსახერხებელი, ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოსაცდელისთვის შერჩეული ადგილის გამო.
მათი თქმით, შენობა პირდაპირ სოფელში აღმართულ ჯვარზეა მიდგმული. თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი? ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ მოსაცდელი სხვა ადგილას, ახლა სადაც კეთდება იმის სიახლოვეს გაკეთებულიყო, თუმცა, მოსახლეობამ მოითხოვა, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე გაკეთებულიყო. ეს სოფლის პროგრამიდან ხორციელდება და ამიტომ მოსახლეობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა, იმისმიხედვით უნდა გაკეთებულიყო.
აღნიშნული მოსაცდელი კეთდება შუშისა და პლასტიკატისაგან..აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ქალბატონ ციცო ურუშაძეს,  მან გვითხრა რომ   სოფელი მრავალი პრობლემისა და გამოწვევების წინაშე დგას , მან დაადასტურა  ისიც  რომ სოფელს არ ემსახურება სამარშუტო ავტობუსი და ადგილობრივ დასაქმებული მოსახლეობა კერძო ტრანსპორტით ან ტაქსით გაადადგილდება . სოფელში არ არის სკოლა და საბავშო ბაღი,  მოსაცდელის აუცილებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ  უამინდობის დროს  მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელებისათვის აუცილებელია ერთი ადგილი,  სადაც დაელოდებიან სპეციალურად გამოყოფილ ტრანსპორტს, მისივე თქმით სკოლის მოსწავლეებს  ემსახურებათ ორი  სამარშუტო ავტობუსი, ასევე ემსახურებათ მშობლების მიერ დაქირავებული სამარშუტო ავტობუსი ბაღის აღსაზრდელებს, რადგან  სოფელს საბავშვო ბაღი არა აქვს, ჩვენთან საუბარში  სოფლის მაჟორიტარმა ისიც აღნიშნა რომ ყველა აღსაზრდელის მშობელს არა აქვს  ტრანსპორტის დაქირავების საშუალება და ისინი შესაბამისად ვერ იღებენ სკოლამდელი აღზრდის პროგრამას, ვერ მიდიან საბავშვო ბაღებში. მისივე თქმით საბავშვო ბაღის მშენებლობა მომავალი წლისათვის არის განსაზღვრული და იმედი  აქვს, რომ იგი ჩაისმება შესაბამის დაფინანსებაში. 

განყოფილება: ---
გადასვლები: 39
FACEBOOK კომენტარები