ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წელს ბახმაროში დოღი აღარ გაიმართება

4-08-2020, 09:42

წელს ბახმაროში დოღი აღარ გაიმართება
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით წელს კურორტ ბახმაროშო დოღი აღარ გაიმართება, ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
,,კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა“ნათქვამია განხადებაში
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, იგი 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება, აგრეთვე საზეიმო წირვა აღევლინება გურიისა და მეზობელი რეგიონების სასულიერო პირთა მონაწილეობით. ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რაიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი მხედარი იღებდა მონაწილეობას. 
დოღი ბახმაროში ფერიცვალების დღესაწაულის კულმინაციური მომენტია. მარულაში მონაწილეობენ სოფლისა და სპორტული ცხენები და ყველა მონაწილე გამარჯვებას პრესტიჟის საქმედ მიიჩნევს. სხვადასხვა დისტანციაზე გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემენ.

ინფრომაციის: წყარო
განყოფილება: ---
გადასვლები: 42
FACEBOOK კომენტარები